მარტივი, მარტივად 1501
სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დარეკეთ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501
საქართველოში ყოველწლიურად სურსათით ადამიანის მოწამვლის ან დაავადების დაახლოებით 40 000 შემთხვევა აღირიცხება. სურსათი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის მოხმარების შედეგადაც ადამიანი შეიძლება ერთბაშად არ მოიწამლოს, მაგრამ ამ ნივთიერებების სისტემატური მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მას რაიმე მძიმე დაავადება განუვითარდეს. სურსათის უვნებლობაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა თავად მწარმოებელს ეკისრება, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ თითოეული ჩვენგანი ინფორმირებული იყოს სურსათის უვნებლობის საკითხებზე, რათა თავად შევძლოთ საფრთხისშემცველი სურსათისგან თავის დაცვა. ცხადია, ამგვარი საფრთხისგან 100%-ით თავის დაცვა შეუძლებელია, მაგრამ რაც უფრო ფრთხილად და ყურადღებით ვიქნებით, მით უფრო ნაკლებია სურსათით მოწამვლისა და დაავადების ალბათობა.
სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501 სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!
დიდება გმირებს! საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი
ხორხის ხეობის განვითარების ფონდმა, სათემო ინიციატივისა და შემოწირულობის ფარგლებში გახსნა II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. ერთი პატარა ხეობიდან თითქმის ყველა შრომისუნარიანი მამაკაცი იქნა გაწვეული II მსოფლიო ომში, რომელთა დიდი ნაწილიც სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.
რუსული ეკლესიის ომი ქრისტიანობასა და „დედა ეკლესიასთან“
საიდან მოდის გუნდიაევის სიტყვები „სამთა ერთობის რუსული სამყაროზე“? სქიარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველის (პროსკურა) სიტყვებიდან „როგორც განუყოფელია წმინდა სამება მამა, ძე და სულიწმინდა, ასევე განუყოფელია რუსეთი, უკრაინა და ბელორუსი – ის ერთად წმინდა რუსეთია“.
რა, სად, როდის – კითხვები, რომელიც ყოველთვის საჭიროა დაისვას თუ გვინდა მივხვდეთ კონტექსტს. საეკლესიო მოღვაწე ლავრენტი ჩერნიგოველი (1868-1950) მოღვაწეობდა უკრაინაში, 49 წლის იყო, როდესაც 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა 65 წლის, როდესაც სტალინის რეჟიმმა უკრაინას „გოლოდომორი“ (შიმშილით სიკვდილი 1932-33) მოუწყო. დევნიდა რელიგიას, რელიგიურ მოღვაწეებს, ხოლო ეგრეთწოდებული სტალინის „შემობრუნების“ პერიოდში, სასულიერო პირები საბჭოთა იდეოლოგიის ნაწილად იქცნენ; როდესაც სტალინის ტოტალიტარული მმართველობა განსაკუთრებულად დევნიდა უკრაინელ ავტოკეფალისტებს, ლავრენტი ჩერნიგოველი ამბობდა: „იცოდეთ, გახსოვდეთ და არ დაივიწყოთ. კიევში არასდროს ყოფილა პატრიარქი. პატრიარქები იყვნენ და ცხოვრობდნენ მოსკოვში. ერიდეთ უკრაინულ თვითნაკურთხთა ჯგუფებსა და უნიას“ – მარტივი მისახვედრია, თუ ჩერნიგოველი მსგავს სიტყვებს არ იტყოდა „გულაგში“ (შრომა-გასწორების კოლონია) მოუწევდა მთელი ცხოვრების გატარება ან მალევე სიკვდილი.
ლავრენტი ჩერნიგოველი 82 წლის ასაკში აღესრულა. 2016 წლიდან, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პატრიარქის, კირილე გუნდიაევის მმართველობის პერიოდში, რუსული ეკლესიის მიერ წმინდანადაა კანონიზებული.
და რამდენად მართალი იყო ლავრენტი ჩერნიგოველი? თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამბობს რომ არა.
როგორც ჩანს და ისტორიაც ადასტურებს, სლავთა გაქრისტიანების ემბაზი, სწორედ კიევია, თუმცა ეს რუსეთს სწორედაც რომ არ აწყობს, ამიტომ საკუთარი გავლენების გასაძლერებლად, ისტორიიდან აცოცხლებს კიდევ ერთ სასულიერო პირს – ფსკოველ ბერ ფილოფეოსს (დაახლოებით 1465-1542). დაუზუსტებელია ბერის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, აგრეთვე რამდენი ნაშრომი შექმნა, თუმცა ყველა ნაწარმოებში ფიგურირებს „მესამე რომის“ იდეა, როგორც ჩანს ფსკოველ ბერს ეს საკითხი საკმაოდ აკვიატებული ჰქონდა.
მეთექვსმეტე საუკუნის პირველ ნახევარში მცხოვრები ფსკოველი ბერი ერთერთ მიმართვაში ამბობდა, რომ ყველა ქრისტიანული სახელმწიფო დაეცა და ჭეშმარიტი ქრისტიანობის მცველი რუსეთი, მოსკოვი და მათი მთავარია, რომ „ორი რომი დაეცა მესამე მოსკოვია და მეოთხე ვეღარ იქნება“ „და დაე იცოდე მეფეო, რომ ყველა მართლმადიდებლური სამეფოები შემოვიდა შენ მეფობაში, მხოლოდ შენ ხარ ყველა ქრისტიანის მეფე ცისქვეშეთში“ – მიმართავს ის რუსეთის დიდ მთავარს ვასილის.
რა თქმა უნდა „მესამე რომის“ იგივე „რუსული სამყაროს“ იდეა მოსკოვს აწყობდა, თუმცა პუტინის მმართველობამდე ფსკოველი ბერი ნაკლებად ვინმეს ახსოვდა მეთექვსმეტე საუკუნის შემდეგ.
ბექა მინდიაშვილი – თეოლოგი
და კვლავ
რა, სად, როდის
ფსკოვი მეთექვსმეტე საუკუნის პირველ ნახევრამდე დამოუკიდებელ სამთავროდ ითვლებოდა, ვიდრე 1510 წელს მოსკოვის დიდმა მთავარმა ვასილი მესამემ, სწორედ იმ ვასილიმ და სწორედ იმ პერიოდამდე, როდესაც ფსკოველი ბერი მას ქრისტიანობის მცველად აცხადებდა, ძალით მიიერთა და 300 მდე ფსკოველი დიდგვაროვანი მოსკოვის მიწებზე არ გადაასახლა. ასე რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია ითქვას, ფსკოველ ბერს გულწრფელად სწამდა საკუთარი სიტყვების, თუ ეს იყო ერთგვარი მორჩილება ან დამპყრობელის სიძლიერით აღფრთოვანება. ფაქტი კი ის არის, რომ ფსკოვის სამთავროს დამპყრობელმა, ისევე როგორც უკრაინის ქვეყნისა და ეკლესიის დამპყრობელმა მოსკოვმა, უკრაინელი ლავრენტი ჩერნიგოველის სტალინის ტოტალიტარულ, ათეისტურ ეპოქაში ნათქვამი სიტყვები, პუტინისა და რუსეთის მწყემსმთავარის გუნდიაევის ეპოქაში გაიხსენა და ის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენა, თუმცა გარკვეულ დრომდე და გარკვეულ ქვეყანაში.
ის, რომ რუსეთი რელიგიას ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იყენებდა, სცილდებოდა ეკლესიურ საკითხებს და გადადიოდა სახელმწიფო პოლიტიკის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კარგად გამოააშკარავა უკრაინის ხელისუფლებამ, ეკლესიამ და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ. 2019 წლის იანვარში უკრაინის ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა.
ფაქტია, სლავი ხალხის ქრისტიანობის ისტორია უკრაინიდან დაიწყო, თუმცა ამას მოსკოვი ვერასდროს ეგუებოდა და მითების, დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის წყაროდ ყოველთვის კონტექსტიდან და დროიდან ამოგლეჯილ ციტატებს იყენებდა.
ჩერნიგოველის „სამთა ერთობა“ დაარღვია თავად რუსეთმა და ერთმორწმუნე ერს თავს დაესხა. მეორე ქვეყანის, ბელორუსის ეკლესია დღემდე რჩება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და ფსკოველი ბერის „რუსული სამყაროს“, როგორც მოსკოვის „მესამე რომის“ არაფერზე დაფუძნებული ჰიბრიდული ომის აქტორია, რაც ბელორუსის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს, ისევე როგორც იმ ქვეყნებისთვის, რომელშიც „ერთმორწმუნე რუსული ეკლესიის“ გავლენები საკმაოდ მაღალია.
სტატიის ავტორი:
ნუგზარ სუარიძე
ეკოლოგიური, ეკონომიური ღუმელის შეძენა ახლა უფრო მარტივია
ერწო-თიანეთი დოღი 2023
22 ოქტომბერს ერწო-თიანეთის მხარეში საქართველოს მეცხენეობის, დისტანციური დოღის და საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის ინიციატივით დოღი გაიმართა.
ხევსურული ტრადიციული დოღი მოიცავს ადგილობრივი მოსახლეობის საცხენოსნო კულტურის და რიტუალის ელემენტებს. მონაწილეობა მიიღეს ერწო-თიანეთიდან, ხევსურეთიდან, თუშეთიდან, კახეთიდან, პანკისის ხეობიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან.
ეკო-ტურისტული მიმართულებების და საცხენოსნო ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ახალი სასწავლო პროგრამის, გამყოლის პროფესიის და პროექტ „გიდების მარათონის“ პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებას მხარს უჭერენ ტურ-ოპერატორები, გიდები და „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“.
პირველ ადგილი აიღო მოჯირითემ ალი მარგოშვილმა პანკისიდან, მეორე ადგილი ნიკოლოზ ფერაძე ხარაგაულიდან, მესამე ადგილი ლაშა ბიჩინაშვილი თიანეთიდან.
დაზოგე ტყე შეცვალე ღუმელი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი
“მწვანე პასპორტები” მცხეთა-მთიანეთში
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 1-ლი დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდა, აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი გაიზარდა. ასევე, ვაქცინაციის პუნქტებში მაღალია პენსიონერთა მიმართვიანობაც. პროცესის მეტად გასააქტიურებლად მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებს, რეგიონის მასშტაბით სისტემატურად მართავს. ამჯერად, დავით ნოზაძე ქალაქ დუშეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კოვიდ-საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
1) დავით ნოზაძე – მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული
2) მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი
3) მანანა დათოშვილი – დუშეთის სახალხო თეატრის მსახიობი
ევროკავშირის დაფინანსებით, 3.2 მილიონი ლარია გამოყოფილი, წვეთოვანი სარწყავი სისტემების შეძენისა და დამონტაჟების თანადაფინანსებისთვის.
ევროკავშირმა სოფლის მეურნეობაში წვეთოვანი სარწყავი სისტემების შეძენა დამონტაჟების თანადაფინასების მიზნით 3,2 მილიონი ლარი გამოყო
“მთის თემი” გისურვებთ ჯანმრთელობას და გთავაზობთ “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა” და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, თუ როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
გთავაზობთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს
როგორ ვრცელდება კორონავირუსი და როგორ დავიცვათ თავი მისგან?
როგორ დავიბანოთ ხელები
დამატებითი და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა დუშეთის მუნიციპალიტეტში.
სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა დუშეთის მუნიციპალიტეტში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO, ევროკავშირის EU დახმარებით საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში საგრანტო კონკურსს აცხადებს.
14 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში enpard III-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მოსახლეობასა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ პირებისთვის ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე წვდომის გაუმჯობესებაა. გრანტის ფარგლებში ბენეფიციარს 1000 დან 150 ათასამდე დოლარის მოთხოვნა შეუძლია საკუთარი თანადაფინანსების უზრუნველყოფით.
პროექტის ფარგლებში შესული განცხადებები ერთსა და იმავე შერჩევის პროცედურას გადის. ფასდება პროექტის სტრატეგია, მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები და შესაძლებლობები. საბოლოო გადაწყვეტილებას კი საქართველოში FAO-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დარგის სპეციალისტებთან ერთად იღებენ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საინვესტიცოდ შერჩეული პროექტების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს “ევრო კავშირი საქართველოსთვის” ან დარეკოთ ნომერზე (032) 2 293 249
“მთის თემი ” გილოცავთ მთის საერთაშორისო დღეს!
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების საჯაროობა და კომუნიკაციის სტრატეგია
✅ 2 დეკემბერს, დუშეთის, მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგის და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგს “გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების საჯაროობა და კომუნიკაციის სტრატეგია”, დაესწრნენ.
🔹შეხვედრას უძღვებოდნენ საზოგადოებრივი დამცველი ირინა ფუტკარაძე და ჟურნალისტი ნათია კუპრაშვილი, რომელთაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ცენტრის დუშეთის ოფისში გარემოზე ზემოქმედების შეფასების მნიშვნელობასა და მის საჯაროობაზე ისაუბრეს.
➡ტრენინგს საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს აღმასრულებელი თავჯდომარე ნინო ჩხობაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
▶შეხვედრა ჩატარდა პროექტის “არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე” ფარგლებში.
ადგილობრივი თვითმართველობა გაინაწილე პასუხისმგებლობა – მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა
მაგდა პოპიაშვილი -კოალიცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის წევრი“
რატომაა მნიშვნელოვანი მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში?
მონაწილეობითი ბიუჯეტირება უპირველესად ითვალისწინებს მოქალაქის მონაწილეობას და ჩართულობას ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. იმის გათვალისწინებით თუ რამდენი მილიონი ლარი იხარჯება ყოველწლიურად მუნიციპალიტეტებში იქ კმაყოფილების დონე გაცილებით მაღალი უდნა იყოს. მოსახლეობა არის აბსოლუტურად ცალკე და საკრებულო დაგეგმვის პროცესიდან დაწყებული განხორციელების პროცესამდე ცალკე, მათი კომუნიკაცია უბრალოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მონაწილეობით ბიუჯეტს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა. არის თვითმმართველოები, სადაც 200-280 დასახლებაა, შესაბამისად, ერთ მერს ან მერიაში მომუშავე პირს მოსახლეობის ყველა საჭიროება ვერ ეცოდინება. ამიტომაც ჩემს სოფელში და თემში მე უნდა ვიყო აქტიური, რომ ჩემი პრობლემები მოგვარდეს.
რა ფაქტორები აფერხებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებას?
ვინაიდან ეს პროექტი საპილოტეა და მოსახლეობისთვისაც ჯერ ახალია, ბუნებრივია, ყველაფერი გამართული ვერ იქნება. იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან დაბალი იყო მოსახლეობის ჩართულობა, რაც თავის მხრივ არაინფორმირებულობას უკავშირდება. მოსახლეობის ჩართულობის 20-25% არის ის მაქსიმუმი, რასაც სხვა ქვეყნებმა მიაღწიეს. ჩვენ თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში 10-15 % მივაღწიეთ ძალიან კარგი შედეგი იქნება.
როდესაც მუნიციპალიტეტებს ვთავაზობთ მონაწილეობითი ბიუჯეტირებით ბიუჯეტის დაგეგმვას უმთავრესი არის სწორი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. პირველ რიგში ინფორმირება ადამიანების რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რა უფლებამოსილება აქვს თვითმმართველობის პირობებში თავად მოქალაქეს, რა არის მონაწილეობითი ბიუჟეტი და როგორ შეუძლია მასში ჩართვა.
იგეგმება თუ არა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროგრამისთვის სავალდებულო ხასიათის მიცემა ყველა მუნიცპალიტეტისთვის?
პროგრამა ამ ეტაპზე მხოლოდ ათ მუნიციპალიტეტს მოიცავს, ცხადია, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ გაისადვე ათივე მუნიციპალიტეტი გადავა მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტებმა უკვე დაიწყონ ამ პროგრამების დანერგვა, იმისთვის, რომ მათ უკვე ჰქონდეთ საპილოტე პროგრამები გაკეთებული და შემდეგ უკვე სრულფასოვნად დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, ნებაყოფლობითობის პირობებში მუნიციპალიტეტები თავს იკავებენ, რომ თავადაც ჩაერთონ პროექტში, რადგან მის განხორციელებას ჭირდება თანხების მოძიება, გამოყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ მათი ბიუჯეტი შეზღუდულია ხშირად ისინი უარს ამბობენ პროექტის დანერგვაზე.
წარმატებული მაგალითები და მონაწილეობითი ბიუჯეტირების რეალური შედეგები
ირაკლი მელაშვილი-ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში
როგორ ჩაეყარა საფუძველი მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეას?
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი აქტი სამხრეთ ამერიკაში-ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრეში დაფიქსირდა. 1989 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქალაქი საბიუჯეტო ერთეულებად დაეყო, თითოეული მათგანისთვის გამოეწყო თანხები და მოსახლეობისთვის ეკითხათ თუ რისი გაკეთება სურდათ და რომელი პროექტის განხორციელება იყო მათთვის უფრო პრიორიტეტული. ასე ჩაეყარა საფუძველი სამოქალაქო ბიუჯეტს. განსხვავებით, ჩართულობის სხვა ფორმებისგან, აქ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს არა ადმინისტრაცია ან ბიუროკრატია, არამედ თავად მოსახლეობა კენჭისყრის საშუალებით.
მოძრაობამ ფართო გავრცელება ჰპოვა, როგორც ღარიბ, შედარებით მცირებიუჯეტიან ქალაქებში, ასევე მდიდარ დასახლებებში. მონაწილეობითი ბიუჟეტირების პრინციპი არის არა ის – თუ რამდენი ფული გაქვს, არამედ ის – თუ რამდენად სწორად ნაწილდება ეს თანხები და რამდენად ხმარდება მოსახლეობის ინტერესებს. მცირებიუჯეტიან მუნიციპალიტეტებში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის მცირე თანხა უნდა განაწილდეს და მოხმარდეს ზუსტად იმ მიზნებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.
როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება?
გამოცდილება ბევრია ევროპის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც, იგივე პორტო ალეგრეშიც მოკლე დროში ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. სამხრეთ ამერიკის ქალაქები ცნობილია თავისი კონტრასტებით, პორტო ალეგერმ მონაწილეობით ბიუჯეტირებით დაგეგმვით სწორედ ეს პრობლემა მოაგვარა. ქალაქში 5-6 წელიწადში მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა მოწესრიგდა კანალიზაცია, გარე განათება, გაიხსნა მეტი სკოლა და რეკრეაციული ზონა.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების წარუმატებელი მაგალითები ძირითადად მოსახლეობის ჩართულობის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ევროპის რიგ ქალაქებში ხმის ელექტრონული ფორმით მიცემის გზამ არ გაამართლა, ვინაიდან მოსახლეობა საიტებზე არ შედიოდა. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მათ სწორად ინფორმირებას. სამოქალაქო ბიუჯეტი არ არსებობს არაინფორმირებული მოქალაქის პირობებში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს რომ სწორედ მათი ხმა არის გადამწყვეტი. იქ, სადაც საინფორმაციო კამპანიები კარგად არ ჩატარდა, პროექტებიც ძირითადად შეწყდა. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაშიც, თუმცა იქ ამ ხარვეზების გამოსწორების შემდგომ კვლავ აღდგა პროექტი. დღესდღეობით მონაწილეობითი ბიუჯეტირების დაგეგმვა 1500-მდე ქალაქში ხორციელდება. პროექტი განსაკუთრებით პოპულარულია პოსტსაბჭოთა ტრადიციებიდან და ავტორიტარული რეჟიმიდან გამოსული ქვეყნებისთვის, რადგან აქ მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განსაკუთრებული პრობლემაა, მაღალია ნიჰილიზმის ხარისხი და ხელისუფლებისადმი უნდობლობა, ამიტომ პოლონეთი, ჩეხეთი უნგრეთი, სლოვაკეთი მონაწილეობითი ბიუჯეტირების კუთხით წარმატებული ქვეყნების მაგალითია.
რა მდგომარეობაა საქართველოს მუნიციპალიტეტებში?
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო საპილოტე პროექტის განხორციელება ზოგან წარმატებით ,ზოგან წარუმატებლად. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე მაგალითები, როდესაც მოქალაქეებმა თავად დაიწყეს საკუთარი ქალაქებისა და სოფლების მოვლა ეს ხდება ქედაში, ოზურგეთში. მუშაობს სოფლის განვითარების პროგრამები ახალგაზრდებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ. ეს მოძრაობა სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იკრებს. თავიდან თუ აქაც პრობლემა იყო ნიჰილიზმი, ერთი-ორი წარმატებული პროექტის შემდეგ ადამიანებმა დაინახეს, რომ მართლა არის შესაძლებელი მუნიციპალიტეტის საკუთარი ძალებით უკეთესობისკენ შეცვლა. ერთ მუნიციპალიტეტში უკვე 28 სოფელს სურს ამ გზით წასვლა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ კარგად იგებს ინოვაციებს, მთავარია სწორად მიწოდება.
როგორ ჩავერთოთ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში- ინტერვიუ კოკა კიღურაძესთან
კოკა კიღურაძე- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
რომელ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება პროგრამა და რა კრიტერიუმებით შეირჩა ისინი?
იმის მიხედვით, თუ სად იყო მოსახლეობის მაღალი გადინება და ეთნიკური მრავალფეროვნება – საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი შეირჩა. პროექტი ათივე მათგანში მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგავს მოიაზრებს, თუმცა ეს ნებაყოფლობითი ხასიათისაა და დამოკიდებულია მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს სურვილზე.
არის თუ არა მონაწილეობითი ბიუჯეტირებაში ჩასართავად შემაფერხებელი ფაქტორი ბიუჯეტში არსებული მცირე თანხა და მოსახლეობა?
პირიქით, სადაც მოსახლეობის მცირე კონტიგენტია იქ უფრო მიზანშეწონილია ასეთი პროექტების განხორციელება, სწორედ იმ მიზნით, რომ ამ სოფლებში და დასახლებებში შეიქმნას კარგი საცხოვრებელი გარემო, რომ ადამიანებს იქ ცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ. ამ პროგრამის უმთავრესი მიზანი განვითარებაა, განვითარება კი უპირველესად საჭიროა იქ სადაც მოსახლეობის რაოდენობა ნაკლებია.
რა პროცედურებია საჭირო რომ მოქალაქემ ისარგებლოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტით?
პირველ რიგში მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ გადაწყევტილება უნდა მიიღოს საკრებულომ და დაამტკიცოს საკანონმდებლო ბაზა, რის შემდეგაც მონაწილეობითი ბიუჟეტირება ვალდებულებით ხასიათს მიიღებს. შემდგომ მერმა ამ მიმართულებით უნდა გამოყოს თანხა და შეარჩიოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმა (ზონალური,თემატური,შერეული) ამის შემდგომ იწყება მოსახლეობის ჩართულობის პროცესიც. მოქალაქეები საპროექტო განცხადების შევსებით ერთვებიან მონაწილეობითი ბიუჯეტირებაში. ნებისმიერ მოქალაქეს, ან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს დაწესებულ ვადებში შეავსონ საპროექტო განაცხადის მარტივი ფორმა. მათ განცხადებებს კი სპეციალურად შექმნილი საბჭო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გადაარჩევს :
1.წარმოდგენილი იდეის განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში
- მისი განხორციელება უნდა იყოს რეალისტური
3.უნდა ჯდებოდეს ფინანსური ლიმიტის ფარგლებში
პირველადი გადარჩევის დროს გამოვლენილი განაცხადებიდან საუკეთესო კი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება. საპროექტო განცხადების პროექტირებაში ინიციატივის ავტორს მუნიციპალიტეტი ეხმარება.
რა კონტროლის მექანიზმი აქვს მოქალაქეს, იმისთვის რომ შეამოწმოს როგორ მიმდინარეობს მისი ინიციატივის განხორციელება?
ამისთვის მუნიციპალიტეტი ქმნის საბჭოს, თავად პროექტის ავტორებისა და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მონაწილეობით. ამგვარად უზრუნველყოფილია დემოკრატიულობა, რომ ამ საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს, როგორც მოსახლეობის მიერ არჩეულმა საკრებულოს წევრებმა, ასევე უშუალოდ პროექტის ავტორებმაც. ამავდროულად, პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის ვალდებულება თავად მერსაც აკისრია, ის ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის ავტორების ინფორმირება თითოეული ეტაპის შესახებ.
ევროკავშირისა და FAO_ს ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსი დაიწყო
სოფლის მეურნეობით დაკავებული პირებისთვის, ევროკავშირისა და FAO_ს ინიციატივით საგრანტო კონკურსი დაიწყო
პირდაპირ აგროგარემოში-5
მცხეთის საჯარო მოხელეებსა და სათემო ორგანიზაციებს მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
წყარო: “თვითმართველობის დროა”
პირდაპირ აგროგარემოში (LIVE )
თემა: მერძევეობა საქართველოში, – სექტორის გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები
გადაცემის სტუმრები იქნებიან „საქართველოს მერძევეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი, მერაბ ჩხარტიშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თენგიზ კალანდაძე.
თუ გსურთ, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, დასვათ კითხვები და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება, დარეკეთ ნომერზე 032 2 43 10 35
ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ისა და Youtube-ის ოფიციალურ გვერდზე.